სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მარტი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე კუპრეიშვილმა მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ინფრომაციისთვის, მოსამართლემ და 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა  ადვოკატების და პროკურორების დასკვნითი სიტყვები 25 მარტს მოისმინეს. ამავე პროცესზე ისაუბრა ბრალდებულმა მალხაზ კობაურმაც.

დღის ბოლოს კი, ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში და განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური გაამართლეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივლისში 43 წლის რაიანი, 42 წლის ლორა სმიტი და მათი 4 წლის ბიჭი მოკლეს. სმიტების ოჯახი დასასვენებლად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი კი 4 ივლისს გაწყდა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალი საქართველოს მოქალაქეს, 20 წლის მალხაზ კობაურს წაუყენეს.

 

Read 650 times Last modified on Last modified on მარტი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი