გორის მაჟორიტარის კომენტარი ხიდისთავი-ბოშურის გზის დაუსრულებელ პროექტზე

მარტი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზაზე, სადაც პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2016 წლიდან ახორციელებს, სამუშაოები შეჩერებულია. - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიაწოდა.

იოსებ მაკრახიძის განმარტებით, პროექტის დასასრულებლად ვადის გადაწევა ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ რამდენჯერმე ითხოვა, ბოლო თარიღად კი 2018 წლის ნოემბერი დასახელდა. დეპუტატის ინფორმაციით, სამუშაოები არათუ დასრულდა, არამედ აღარც გაგრძელდა

"სამუშაოების 50% შესრულებულია. დარჩენილი ნაწილი კი რამდენიმე წელია ვერ სრულდება. ნოემბერში უნდა დასრულებულიყო და სამუშაოების გაგრძელება დღესაც არ არის დაწყებული. ეს მონაკვეთი, სადაც პროექტი ხორციელდებოდა მიტოვებულია და როდის გაგრძელდება, არ ვიცი. ეს საკითხი დეპუტატმა ხუბულურმაც არაერთხელ გააჟღერა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მაგრამ როგორც ჩემთვისაა ცნობილი, დარჩენილი სამუშაოები ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ სრულდება", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

ხიდისთავი - ატენის - ბოშურის გზის რეაბილიტაციისთვის 7 728 552 ლარის ღირებულების ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიას AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC სამუშაოები 12 თვის ვადაში 6 155 842 ლარად უნდა შეესრულებინა. სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ამოიწურა.

ამავე თემაზე: ატენის ხეობაში გზის რეაბილიტაციის დასრულება მომავალ წლამდე გადაიდო

Read 822 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი