იოსებ მაკრახიძე: პრეზიდენტის ვეტოს აზრი არ აქვს

თებერვალი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სხდომის დაწყების წინ რადიო ,,მოზაიკა“ ამ საკითხთან დაკავშირებით გორის მაჟორიტარი დეპუტატის პოზიცია მოსიმინა. იოსებ მაკრახიძის განმარტებით ვეტო დაძლეული იქნება, რადგან დეპუტატების უმრავლესობა გუნდურ გადაწყვეტილებას დაფიქსირებს.

,,გუნდური გადაწყვეტილებაა, რომ ვეტო ამჯერადაც დავძლიოთ, თუმცა არიან ჩვენთან ისეთი წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის პოზიციას. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ვეტოებს აზრი არ აქვს, რადგან უმრავლესობა იღებს გუნდურ გადაწყვეტილებას და როდესაც ის განსახილველად პარლამენტში შემოდის უმრავლესობა დაძლევის მომხრეა, თუმცა შეიძლება მოხდეს ისე რომ დაიძლიოს რომელიმე ვეტო“.

რადიო ,,მოზაიკას“ კითხვაზე, იყო თუ არა შემთხვევა, როცა გუნდური გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მის პირად პოზიციას და არ გაითვალისწინა, მაკრახიძე ასე პასუხობს:

,,რა თქმა უნდა ზოგჯერ არის რომ გუნდურ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და ვაფიქსირებ ჩემ პირად მოსაზრებას, მაგრამ ახლა არ მახსენდება რომელი საკითხი იყო. გავიხსენებ და მოგახსენებთ“, - აცხადებს იოსებ მაკრახიძე. პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

Read 1841 times Last modified on Last modified on თებერვალი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი