Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 16:38

გორის მკვიდრს სოციალურმა სააგენტომ 10 ლარი სასამართლოს გზით უკან დააბრუნებინა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრს, სოციალურად დაუცველ მ.კ. - ს ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის უკან დაბრუნების გამო სასამართლოში უჩივლა. 

მ.კ. სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ყოველთვე იღებდა დახმარებას 10 ლარის ოდენობით. 

​სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივრის მიხედვით, მ.კ.-ს ოჯახის ორ წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი, რასაც მოჰყვა ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ცენტრში აღნიშნეს, რომ მ.კ. - ის ოჯახმა ამის შესახებ უწყებას არ აცნობა.

იმ დროისთვის კი როდესაც მ.კ. -ს ოჯახის წევრებს შემოსავალი დაუფიქსირდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის 10 ლარი უკვე ჩარიცხული ჰქონდა. შესაბამისად, უწყებამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების ცენტრის საჩივარი და მ.კ. - ს დააკისრა 10 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

Read 4721 times Last modified on ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 16:44