Back to Top
ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 18:30

ცხინვალის ე.წ. მილიციამ რუსეთისგან 42 "ლადა" შეიძინა

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 42 ახალი ავტომობილი შეიძინა.

მილიციელებმა მიიღეს "ლადას" წარმოების მანქანები, ვაზ -21214, ვაზ-21310 და UAZ-390995 ჯიპები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს ახალი სატრანსპორტო საშუალებები. ეს მათ საშუალებას მისცემთ გააუმჯობესონ საქმიანობა. განსაკუთრებით - კრიმინალურმა სამსახურმა", - განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ მანქანები შეიძინეს ე.წ. რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მატერიალურ - ტექნიკურ დახმარებას.

Read 830 times