ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 572 მლნ რუბლს გადააჭარბა

მარტი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტმა 572 მილიონ რუბლს გადააჭარბა", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა, აზა ხაბალოვამ განაცხადა.

 ხაბალოვამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

"გასულ წელს მთლიანი შემოსავალი იყო 7 მილიარდ 572 მლნ რუბლი. გეგმის მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტი 8 მილიარ რუბლს გადააჭარბებს", - აღნიშნულია დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის ანგარიშში.

დე ფაქტო მთავრობის წევრებმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ ერთხმად განაცხადეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულება დამაკმაყოფილებელია.

Read 417 times Last modified on Last modified on მარტი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი