ეკატერინე სუხიშვილი - საბავშვო ბაღებს მოუწევთ რამდენიმე სტანდარტის დაკმაყოფილება

თებერვალი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, გორში, უახლოეს პერიოდში, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. სავალდებულო ავტორიზაცია არის რეფორმის ნაწილი, რომელსაც 2016 წელს დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონი ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ავტორიზაცია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს. ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღებს ავტორიზაციის მისაღებად რამდენიმე სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევს. მათ შორის, ინფრასტრუქტურის, კვების, ჰიგიენის და ა.შ.

„შენობა ადაპტირებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისათვის-მშობლებისათვის თუ ბავშვებისათვის. აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო გარემო ყველა ყველა საბავშვო ბაღში. 2020 წლამდე ძირითადად მოხდება უსაფრთხო გარემოს, კვების, საგანმანათლებლო პროგრამის, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის, დირექტორების კვალიფიკაციის შემოწმება. ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმება. ესენია ის ძირითადი სტანდარტები, რასაც ითხოვს სახლემწიფო იმისათვის, რომ ბაღმა იფუნქციონიროს“, - განაცხადა სუხიშვილმა

Read 2839 times Last modified on Last modified on თებერვალი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი