mukilurji640X90

იოსებ მაკრახიძე: საქმე სიტყვით გამოსვლის გარეშეც კეთდება

თებერვალი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატის შეგფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება გორში მუშაობას აქტიურად შეუდგა და პრობლემების მოგვარებაც დაიწყო. იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ ქალაქისა და თემის გაერთიანებამ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი შეაფერხა და დაგეგმილი სამუშაოების გადავადება გახადა საჭირო.

დეპუტატი თვითმმართველობის ახალ რეფორმასაც ეხმაურება და მიიჩნევს: "2017 წლის არჩევნებამდე შტატები გაბერილი იყო, განხორციელებული რეორგანიზაცია კი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაში აისახება".

იოსებ მაკრახიძე ადგილობრივ პრობლემებზეც საუბრობს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს. 

 

გორის მაჟორიტარი დეპუტატი რადიო ,,მოზაიკას“ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე მის მიერ დაყენებულ საკითხებსაც უზიარებს და ამბობს, რომ შესაბამის უწყებებთან ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგებაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოში მომხსენებლად გამოსვლას, მაკრახიძე ისევ უწინდელ პოზიციას ირცევს და ამბობს, რომ საქმე საჯაროდ გამოსვლის გარეშეც გეთდება.

Read 713 times Last modified on Last modified on თებერვალი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი