FLEX-ის პროგრამაში წელს 10-მდე გორელმა მოსწავლემ გაიმარჯვა - სია

მარტი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

FLEX-ის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გორიდან 6 მოსწავლე გაემგზავრება.

პროგრამის წლევანდელი გამარჯვებულები არიან:

1. თათია უმეკაშვილი (გორის მე-10 საჯარო სკოლა);

2. ლექსო მინდიაშვილი (გორის მე-3 საჯარო სკოლა);

3. თამაზ მთვარელიძე (გორის მე-4 საჯარო სკოლა);

4. ედგარ ჯილავიანი (გორის მე-4 საჯარო სკოლა);

5. ანა ჩარაევა (გორის მე-12 საჯარო სკოლა);

6. რატი ხორბალაძე (გორის მე-2 საჯარო სკოლა);

მოსწავლეები აშშ-ში ზაფხულისთვის გაემგზავრებიან. 

პროგრამა სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

 

შენიშვნა:

გორის რესურს-ცენტრის მიერ თავდაპირველად მოწოდებული სია შეიცვალა. მასალა შესაბამისად დაარედაქტირა რადიო "მოზაიკამაც".

Read 3778 times Last modified on Last modified on მარტი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი