სოფლები, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს

თებერვალი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

სოფლები, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს და ბავშვები, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ, - რატომ ვერ მოაგვარა    ხელისუფლებამ  პრობლემა და რას ითხოვენ ადგილობრივები. ზერტი, ყელქცეული და ფხვენისი - ეს ის სოფლებია, სადაც სასწავლო პროცესი დიდი ხანია პარალიზებულია.

სოფელ ყელქცეულის საბავშვო ბაღის აღსადგენად თანხები 2018 წლის ბიუჯეტშიც ვერ მოიძებნა. შესაბამისად, ადგილობრივებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტარება ისევ მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში მოუწევთ. ყელქცეულის ბაღმა ფუნქციონირება 30 წლის წინ, ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა. მოგვიანებით კი, ადგილობრივებმა ერთ-ერთი უსახლკარო თანასოფლელი შეასახლეს, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს.



ყელქცეულის მსგავსად, საბავშვო ბაღი არც სოფელ ფხვენისში ფუნქციონირებს. დირექტორის ინფორმაციით, ორჯერ ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად დაწესებულებაში გათბობის სისტემის მონტაჟი ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ასევე გასამიჯნია ერთ ეზოში არსებული ამბულატორიის, რიტუალების სახლისა და საბავშვო ბაღის შესასვლელები.

ვერიკო სიდამონიძე მშობლებს არწმუნებს, რომ თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი მალე განახლდება.

კიდევ ერთი სოფელი, სადაც საბავშვო ბაღის პრობლემა აქვთ, ზერტია.ხელმძღვანელის განცხადებით, სასწავლო პროცესი 2017 წლიდან პარალიზებულია, რადგან შენობას დანგრევის საფრთხე ემუქრება.

მარინა ტერუნაშვილი გვიყვება, რომ საძირკველს მოულოდნელად ბზარები გაუჩნდა, რის გამოც მისი რეაბილიტაცია გადაიდო. უკვე მეექვსე თვეა 140 ბავშვი, სადაც ზერტის გარდა კირბალისა და კვარხეთის მცხოვრებლებიც არიან, სკოლამდელ განათლებას ვეღარ იღებს. 

ახლადჩამოყალიბებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სამივე სოფლის საბავშვო ბაღის პრობლემა ცნობილია.

მერიაში, ზერტის მაგალითზე აცხადებენ, რომ ერთი კომპანიის მიერ დადებულმა განსხვავებულმა დასკვნებმა ეჭვი გამოიწვია და ხელახალი კომისია შეიქმნა, რომელიც შენობის მდგომარეობას საფუძვლიანად სწავლობს. მას შემდეგ რაც ახალი დოკუმენტი მომზადდება შენობას გაარემონტებენ, ან ალტერნატიულ ფართს მოძებნიან, რომ ბაღმა ფუნქციონირება განაახლოს.

 

 

fxvenisi

ფხვენისში, ინდივიდუალური შესასვლელის გაკეთებასა და გათბობის სისტემის ამუშავებას უწყება უახლოეს მომავალში აანონსებს.

რაც შეეხება ყელქცეულს, მერის მოადგილემ, რომელიც განათლების სფეროს კურირებს, განმარტა, რომ საკითხს მოიკითხავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, სოფელს საბავშვო ბაღის პრობლემა მოუგვარდება.

გორსა მუნიციპალიტეტში 60-მდე მუნიციპალური საბავშვო ბაღია. აქედან 18 ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, დანარჩენი კი - სოფლად. 2014 წლიდან, სარემონტო სამუშაოები სულ 26 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ჩაუტარდა. აშენდა სამი ახალი შენობა. ამ დროისათვის აღსაზრდელთა რაოდენობა ჯამში 5 710 ბავშვით განისაზღვრება. 

Read 1262 times Last modified on Last modified on თებერვალი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი