2019 წლის გორის ბიუჯეტიდან თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდება

მარტი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გორში წელს 25 907 400 ლარი დაიხარჯება, ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშშია მოცემული.

 

თუ გასულ წელს აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტის 54% დაიხარჯა, წელს ეს რიცხვი 2% -ითაა შემცირებული.

ცვლილება შეეხო ასევე განათლების მიმართულებასაც, რისთვისაც 2019 წელს 50 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან 8 919 000 ლარი დაიხარჯება, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი ბიუჯეტტთან მიმართებაში 3%-ით ნაკლებს შეადგენდა.

ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროებისგან განსხვავებით იგივე მაჩვენებელია შენარჩუნებული კულტურასა და სოციალურ მიმართულებაზე, რისთვისაც 2018 წლის მსგავსად, წელსაც 11% კულტურას და 5% კი სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება.

განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გორის მერი დღეს უფრო ვრცლად გორის დემოკრატიის სკოლაში ისაუბრებს - კონსტანტინე თავზარაშვილი დაინტერესებულ პირებთან ერთწლიანი (2018) ანგარიშით წარსდგება.

Read 198 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი