UEMM კონფლიქტისპირა სოფლებში სკოლების მდგომარეობით დაინტერესდა

მარტი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ედვინ ვან დაიკენი, დეკლან გენონი და შორენა ბერძენიშვილი კონფლიქტისპირა სოფლების სკოლების მდგომარეობით დაინტერესდნენ.

მათი ინტერესის სფერო ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა. ძირითადი ყურადღება კი ამჯერად სოფლების, ქვეშისა და პატარა მეჯვრისხევის სკოლებზე გაამახვილდა.

"ჩვენ რეგულარულად გვაქვს შეხვედრები. ევროკავშირის წარმომადგენლებს აინტერესებთ უსაფრთხოება. ქვეშის სკოლას სახელმწიფო ტრანსპორტი ემსახურება და სულ კითხულობენ, ხომ არ ემუქრება საფრთხე, ხომ ისევ ამ ტრანსპორტით დაგვყავს ბავშვები გარეჯვრის სკოლაში. ამ შეხვედრაზე პატარა მეჯვრისხევისა და ქვეშის სკოლების ინფრასტრუქტურაზეც ვისაუბრეთ. პატარა მეჯვრისხევში სკოლა შენდება და დიდი მეჯვრისხევი რეაბილიტაციის პროგრამაშია", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

Read 326 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი