გორის მერია 25 საჯარო სკოლის გარემონტებას გეგმავს

მარტი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიამ 1 მლნ 770 000 ლარი სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყო.

გორის მერის თქმით, 2019 წელს იგეგმება 25 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

"მოგეხსენებათ, რომ ცვლილებების შემდეგ, სკოლების მოვლა-პატრონობა გაანთლების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა. ჩვენ მიმდინარე წელს ვაპირებთ 25 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას", - თქვა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მისივე თქმით, მერია გორში 8 სკოლას გაარემონტებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში - 17-ს.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერი ამ წუთებში სამოქალაქო საზოგადოებას მერიის მუშაობის ერთწლიან ანგარიშს და სამომავლო გეგმებს აცნობს. შეხვედრა გორის "დემოკრატიის სკოლაში" მიმდინარეობს. 

Read 830 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი