მერს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

თებერვალი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმამდე, რეორგანიზაციის შედეგებზე  ბაღების მართვის სააგენტოს გარეთ დარჩენილი ადამიანები მსჯელობენ და მერს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. შემცირება ამჯერად გიორგი დვალიშვილს შეეხო, რომელსაც კითხვები მობილობის პრინციპის ირგვლივ აქვს და მიიჩნევს, რომ მისი სამსახურის გარეშე დარჩენა, წინასაარჩევნო პერიოდში "შენების მოძრაობის" მხარდაჭერამ  გამოიწვია. მხარეების არგუმენტებს დღეს ხატია მუმლაძე ისმენდა.

გიორგი დვალიშვილს მერის მიმართ პრეტენზიები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამუშაო ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მისი ადგილი ამჯერად ვეღარ გამოინახა, რასაც დვალიშვილი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას უწოდებს.

დვალიშვილის ბრალდებებს გორის მერი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ კადრების დაკომპლექტება კომისიის პრეროგატივაა, რომელსაც მოზაიკას ინფორმაციით თავად კონსტანტინე თავზარაშვილი ხელმძღვანელობს.

გორის მერი ამბობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ქალაქისა და რაონების ბაღების გაერთიანებას შტატების შემცირება მოჰყვა, რის შედეგადაც, კადრები მობილობის პრონციპით შეირჩა.

დვალიშვილი ფიქრობს, რომ მერიამ აღნიშნული პრინციპი დაარღვია და 2 წლიანი მუშაობის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ამ ფონზე გორის მერია ვაკანტური ადგილების შესავსებად კვლავაც კონკურსებს აცხადებს.

 

Read 1665 times Last modified on Last modified on თებერვალი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი