მოქალაქისგან სასამართლოს გზით 10 ლარის დაბრუნებაზე, სოციალური სააგენტო განმარტებას აკეთებს

მარტი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მიერ გავრცლებულ ინფორმაციას, სასამართლოს გზით მოქალაქისთვის 10 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, სოციალური სააგენტოს გორის ოფისიდან გამოეხმაურნენ.

ხელმძღვანელის თეა თედელურის განმარტებით, აღნიშნულ ოჯახს ორი წევრის “ლეგალური შემოსავლის მიღების გამო შეუწყდა რეგისტრაცია” და მათ “ზედმეტად/არასწორად მიიღეს 2017 წლის სექტემბრის თვის საარსებო შემწეობა 10 ლარი”.

"ოჯახი ჩვენი მხრიდან ორჯერ იყო გაფრთხილებული, თანხა დაებრუნებინათ — 2017 წლის 6 დეკემბერსა და 2018 წლის 9 იანვარს. მათ არაერთხელ განემარტათ, რომ თუ მათი ოჯახის მდგომარეობა შეიცვლებოდა უნდა ეცნობებინათ სააგენტოსთვის. ვინაიდან ოჯახის ორი წევრი დასაქმდა და ეს ინფორმაცია არ გვაცნობეს, პროგრამულად მოხდა მათზე დახმარების გაცემის შეჩერება და ზედმეტად აღებული თანხა, ამ შემთხვევაში, 10 ლარი იქნებოდა, მეტი თუ ნაკლები, კანონის დარღვევით აიღეს და ვალდებული იყო ოჯახი უკან დაებრუნებინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოჯახმა არ აიღო ვალდებულება თანხის დაბრუნებაზე და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო წარმოება. თანხის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა”, - ამბობს თეა თედელური.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრს, სოციალურად დაუცველ მ.კ. - ს ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის უკან დაბრუნების გამო სასამართლოში უჩივლა.

ამავე თემაზე: გორის მკვიდრს სოციალურმა სააგენტომ 10 ლარი სასამართლოს გზით უკან დააბრუნებინა

Read 1051 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი