წყალმომარაგების კომპანიამ გორში 1200 დაზიანება აღმოფხვრა

მარტი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრმა, 2018 წელს 1200 - ზე მეტი დაზიანებია აღმოფხვრა", - ამის შესახებ კომპანიის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, წყალმომარაგების ქსელზე კომპანიის თანამშრომლებმა 387 დაზიანება აღმოფხვრეს, ხოლო წყალარინების ქსელზე - 889.

გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თოიძეს ქუჩაზე 280 მეტრიან მილსადენს, ხოლო ჯუღაშვილის ქუჩაზე გამოცვალეს 100 მეტრიანი მილი.

წყალმომარაგების კომპანიამ გორის სოფლებში ასევე შეცვალა 14 სიღრმული ტუმბო - აგრეგატი.

Read 378 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი