Back to Top
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 11:18

საბავშვო ბაღები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ავტორიზაციას ვერ გაივლიან

Rate this item
(0 votes)

გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრები ადამიანები ავტორიზაციის პროცესს ხელს შეუშლის.

კოვზიაშვილის განმარტებით, დირექტორებმა განცხადებით უნდა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს, რათა ამ ადამიანების განსახლება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბავშვო ბაღები ავტორიზაციას ვერ გაივლიან.

„რა თქმა უნდა ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი. მე ნამდვილად არ ვიცი რა სტატუსით ცხოვრობენ ეს ადამიანები საბავშო ბაღებში, მაგრამ იქმნება პრობლემები. მაგალითად, ნომერ პირველ ბაღს ფართი რომ არ ყოფნის, იძულებულნი ვართ ვიქირავოთ სხვა ფართი. საბავშვო ბაღი ნამდვილად ვერ გაივლის ავტორიზაციას, თუ ეს ადმიანები იქნებიან შესახლებულნი. ასეთი პრობლემა აქვს პირველ, მეოთხე და მეთექვსმეტე საბავშვო ბაღებს. იმედია, ამ საკითხს მიხედავს მთავრობა“, - განაცხადა კოვზიაშვილმა

Read 3320 times Last modified on ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 11:24