საბავშვო ბაღებში მცხოვრებ ადამიანებს ფართის დატოვება მოუწევთ

თებერვალი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღებში ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომელთაც კომპენსაცია მიღებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღებს არ ტოვებენ. როგორც სუხიშვილი ამბობს, პრობლემა არსებობს და მის მოსაგვარებლად ფრთხილი მიდგომებია საჭირო

„უნდა შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და ამას მხოლოდ ჩემი სამსახური ვერ შეძლებს. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთაც სახლები აქვთ სოფელში და აქ სურთ ცხოვრება. ცხოვრობენ ისეთი დევნილებიც, რომელთაც აქვთ კომპენსაცია აღებული. ქუჩაშიც ვერ დავტოვებთ ამ ხალხს. ძალიან საფრთხილო თემაა. ისე უნდა მოგვარდეს საკითხი, რომ არც ის ხალხი დაზარალდეს და არც საბავშვო ბაღებს არ ჰქონდეთ პრობლემები. საბავშო ბაღებს უბრალოდ ფართი არ ჰყოფნით. ადამიანებს, რომელთაც აღებული აქვთ კომპენსაცია და არც ეკუთვნით ბაღში ცხოვრება, ალტერნატიულ პირობას შევთავაზებთ“ , - განაცხადა სუხიშვილმა

Read 3228 times Last modified on Last modified on თებერვალი 22 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი