4 აპრილს, გორში ძაღლების გაჩუქების აქცია და ფოტოსესია მოეწყობა

მარტი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიუსაფარი ძაღლების საერთაშორისო დღეს გორშიც აღნიშნავენ.

4 აპრილს, ამ თარიღს ორი აქცია მიეძღვნება.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო მსურველებზე ძაღლებს გააჩუქებს, პარალელურად კი ორგანიზაცია "ქართლოსი" ფოტოსესიას მოაწყობს. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ძაღლებთან ერთად მივიდნენ აქციაზე, ან თავშესაფრის ძაღლი იჩუქონ და გამოცდილი ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცნენ.

უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღედ 4 აპრილი 2011 წლიდან აღინიშნება, რაც ქუჩის ცხოველებისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობასა და დახმარებას გულისხმობს.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია,რომლებიც ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ.

Read 708 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი