გორელებმა წყლის გადასახადი შესაძლოა მოხმარებული ოდენობის მიხედვით გადაიხადონ

აპრილი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოსახლეობამ გორში წყლის გადასახადი შესაძლოა მოხმარებული ოდენობის მიხედვით გადაიხადოს, - ამის შესახებ საკრებულოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

დეპუტატ თამარ მურალოვას თქმით, მრიცხველები ყველა ოჯახს უნდა დაუყენდეს, რათა ადამიანებმა წყლის უყაირათოდ ხარჯვა შეწყვიტონ.

„უნდა დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ ქალაქში დაიწყოს გამრიცხველიანება, რადგან თითოეულ ოჯახში წყალი უყაირათოდ იხარჯება. არის ადგილები, სადაც საქაჩის გარეშე პირველსართულებზეც ვერ იღებს მოსახლეობა წყალს. თანადათანობით უნდა დაინერგოს კულტურა, რომ რასაც მოვიხმართრთ, ამისთვის მოგვიწევს გარკვეული საფასურის გადახდა“, - აღნიშნა თამარ მურალოვამ.

კომისიის სხდომაზე დეპუტატების ნაწილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს.

Read 1246 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი