Back to Top
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 14:28

ფლავში სურთ, რომ სპორტულ კომპლექსს აფხაზეთის ომის მონაწილის სახელი მიენიჭოს

Rate this item
(0 votes)

სოფელ ფლავში მოსახლეობა სტადიონზე მდებარე სპორტულ კომპლექსისთვის მალხაზ ჯავახიშვილის სახელის დარქმევას და შენობაზე მისი მემორიალური დაფის განთავსებას ითხოვს.

აღნიშნული საკითხზე საკრებულოში კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. წევრებმა ადგილობრივების ინიციატივა დადებითად შეაფასეს.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები გადაწყვეტილებას მომავალ საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, მალხაზ ჯავახიშვილი 1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებში. ჯავშანტრანსპორტის ეკიპაჟის მსროლელი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

Read 777 times Last modified on ორშაბათი, 01 აპრილი 2019 14:38