Back to Top
სამშაბათი, 02 აპრილი 2019 11:50

11 წლის თათიას დასახმარებლად გორში "რა? სად? როდის?"-ს ითამაშებენ

Rate this item
(0 votes)

გორელი 11 წლის თათია მაყაშვილის დასახმარებლად, გორის უნივერსიტეტში გორის ინტელექტუალთა კლუბი რა? სად? როდის? საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაშს “იაზროვნე თათიას დასახმარებლად“ მოაწყობს. 

თათიას თურქეთში გადაუდებელი მკურნალობისთვის 17 000 დოლარი სჭირდება.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ გორის სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ნებისმიერ ორგანიზაციას, დაწესებულებას, საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს 6 წევრისგან შემდგარი გუნდი.

თამაშში მონაწილეობის ღირებულებაა 60 ლარი, რომელსაც გუნდები ინტელექტუალური თამაშის დღეს წარმოადგენენ საორგანიზაციო ჯგუფთან.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თათიას მკურნალობას.

თუ ვერ ახერხებთ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას, შესაძლებლობა გაქვთ დააწესოთ პრიზი გამარჯვებულისთვის ან გააკეთოთ ფინანსური შემოწირულობა.

ინტელექტუალური თამაში გაიმართება 7 აპრილს (კვირას) 13:00 სთ-ზე, გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. 

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ : 593-572-216; 598 17 67 08

Read 572 times