ზემო ხვითის სკოლაში სპექტაკლი "ფოროსმანი" დადგეს

აპრილი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსული ენის პედაგოგმა, კონფლიქტის ზონის მოსწავლეების მონაწილეობით, სპექტაკლი "ფიროსმანი" დადგა.

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ხვითის საჯარო სკოლაში პროექტი „თეატრი სკოლაში“ განახორციელეს, რომლის ფარგლებში 18-მა მოსწავლემ, რუსული ენის პედაგოგის დახმარებით, სპექტაკლი "ფიროსმანი" დადგა.

სკოლის წარმომადგენლების განმარტებით, ღონისძიების მიზანს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების წარმოჩენა და ამ მიმართულების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

"ეს გახლდათ თავისუფალი გაკვეთილი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9 კლასის სულ 18 მოსწავლე. გადავწყვიტე, შემეთავაზებინა სპექტაკლი სახელწოდებით "ფიროსმანი", მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეს მასალა სამივე კლასს გავლილი ჰქონდათ და ვიფიქრეთ, რომ შემოქმედებითი ნიჭის წარმოსაჩენად ვაჩვენებდით ამ სპექტაკლს დირექციას, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს. ნაწარმოები ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ და ვფიქრობთ, უფროსებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა ამ სპექტაკლმა. ვთვლით, რომ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე ესთეტიკური გემოვნების დახვეწას მოზარდებში ამ სახით ხელს შევუწყობთ", - ამბობს ზემო ხვითის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი თამარ სესიაშვილი.

Read 341 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი