Back to Top
სამშაბათი, 02 აპრილი 2019 13:21

საქაშეთში 9 აპრილის მემორიალი დაარბიეს

Rate this item
(0 votes)

საქაშეთში იძარცვება 9 აპრილის მემორიალი, - აცნობეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ინფორმაციით, მემორიალი დაზიანებულია, გარკვეული ნაწილები კი - მოპარული. 

9 აპრილის მემორიალი საქაშეთის საჯარო სკოლის მიმდებარედ მდებარეობს. რადიო "მოზაიკა" დაუკავშირდა სკოლის პედაგოგ ნათელა საბაშვილს.

"ეს არის ქვეყნის ისტორია და ასე უყურადღებოდ უნდა იყოს? მთელი მემორიალი არის დარბეული. რაც წაიღეს, უკვე წაიღეს. ნაწილი კიდევ მოგლეჯილი აქვთ და ალბათ წასაღებად გაამზადეს. რამდენიმე დღეში 9 აპრილია და 9 აპრილის მემორიალი ასეთ დღეში ჩააგდეს, ეს ვანდალიზმია", - გვითხრა საბაშვილმა.

ფაქტზე რეაგირების მიზნით, ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს. 

ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მერის წარმომადგენელ რამაზ როსტომაშვილს. ის ამბობს, რომ მემორიალის კონტროლი მისი მოვალეობა არ არის და ინფორმაცია არც სხვებს მიუწოდებიათ.

Read 1397 times Last modified on სამშაბათი, 02 აპრილი 2019 14:17