ვინ და რატომ დააზიანა საქაშეთში 9 აპრილის მემორიალი

აპრილი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქაშეთში 9 აპრილის მემორიალი დაზიანებულია - ჩამოტეხილია მონუმენტის კუთხეები და მოძრობილია მილები.

ინფორმაცია მემორიალის დაზიანების შესახებ საქაშეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათელა საბაშვილმა გაავრცელა. რადიო "მოზაიკასთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ მემორიალი დარბეული და გაძარცვულია.

"ეს არის ქვეყნის ისტორია და ასე უყურადღებოდ უნდა იყოს? მთელი მემორიალი არის დარბეული. რაც წაიღეს, უკვე წაიღეს. ნაწილი კიდევ მოგლეჯილი აქვთ და ალბათ წასაღებად გაამზადეს. რამდენიმე დღეში 9 აპრილია და 9 აპრილის მემორიალი ასეთ დღეში ჩააგდეს, ეს ვანდალიზმია", - გვითხრა საბაშვილმა.

მან ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც აცნობა. მისი შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა, რადგან მემორიალის დარბევა და გაძარცვა კი არა, მისი გადატანა ხდებოდა.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" მერის წარმომადგენელმა სოფელში რამაზ როსტომაშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, ადგილობრივების მცირე ჯგუფმა მემორიალის გადატანა თვითნებურად გადაწყვიტა.

"დღეს გავიგე, რომ ადამიანების პატარა ჯგუფს გადაუწყვეტია მემორიალის გადატანა. ვნახე, რომ ამ დემონტაჟის დროს მარმარილოს მონუმენტი დაუზიანებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი საქციელი და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ ალბათ უნდოდათ, რომ უკეთესს ადგილას გადაეტანათ", - გვითხრა როსტომაშვილლმა.

მისი თქმით, ამ ჯგუფს მემორიალის გადატანა ეკლესიის ეზოში სურს.

"ამჟამად, ეს მომერიალი არავის ბალანსზე არ არის. ხოდა, ალბათ იფიქრეს, რომ ეკლესიის ეზოში გადაიტანდნენ და იქ მოუვლიდნენ. იქ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალიც არის და ეს 9 აპრილის მემორიალიც იქ იქნება".

საკითხის გასარკვევად რადიო "მოზაიკა" საქაშეთის ეკლესიის წინამძრვარსაც დაუკავშირდა. თადეუს ქებაძის თქმით, მან მემორიალის ასე ნაჩქარევად და სახელდახელოდ დემონტაჟზე უარი უთხრა ამ ადამიანებს და შექმნილი სიტუაცია მისთვის მიუღებელია.

"აქ არქიტექტორები უნდა მოვიდნენ, აზომონ და ამის მერე გადაწყდეს, სად განათავსებენ ამ მემორიალს. ამ საკითხის ასე სწრაფად და ზერელედ გადაწყვეტა არ შეიძლება. მე ეს თავიდანვე ვუთხარი მათ", - გვითხრა ქებაძემ.

მასწავლებელი, რომელმაც საქაშეთში 9 აპრილის მემორიალის დარბევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, არ გამორიცხავს, რომ ეს ამბავი კონკრეტული პირების ინტერესშია და მათ იმ ტერიტორიის მისაკუთრება სურთ, სადაც ახლა მონუმენტი დგას.

 

Read 498 times Last modified on Last modified on აპრილი 02 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი