მოსამართლემ გორის პატრული არითმეტიკული ფორმულით გაამტყუნა

აპრილი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გაამტყუნა.

ზ.გ. - ს გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მართვის მოწმობა ჩამოართვეს. საპატრულო პოლიციამ მისი შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ ზ.გ. მანქანას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. ოქმის მიხედვით, მას 0,347 პრომილე ალკოჰოლი აღმოაჩნდა.

ამის შემდეგ ზ.გ - მ შემოწმება თბილისში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაიარა. ექსპერტიზის ბიუროს პასუხის მიხედვით, მას ალკოჰოლური თრობა საერთოდ არ დაუფიქსირდა.

ექსპერტიზის დასკვნა ზ.გ - მ გორის საპატრულო პოლიციაში წარადგინა და მართვის მოწმობის დაბრუნება მოითხოვა. მართვის მოწმობის დაბრუნებაზე საპატრულო პოლიციაში უარი უთხრეს, რადგან პოლიციის თქმით, ხელახალი გადამოწმების ვადებში ვერ ჩაეტია.

მოქმედი წესის მიხედვით, თუ პირს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესამოწმებლად ორსაათიანი ვადა აქვს. ზ.გ. - ს თბილისში ჩასასვლელად და შესამოწმებლად 2 საათი და 5 წუთი დასჭირდა.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა საქმე, მისივე თქმით, მათემატიკურად განიხილა. ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმი საათში საშუალოდ 0,15 პრომილე სპირტს შთანთქავს. მოსამართლემ გამოთვალა, წუთში რამდენ პრომილე სპირტს შთანთქავს ადამიანის ორგანიზმი და შემდეგ გაყო პატრულის მიერ დაფიქსირებულ რაოდენობაზე. დავით პაპუაშვილის თქმით, ხუთი წუთი გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ იქონიებდა და შესაბამისად, პატრულის მიერ შედგენილი სამართალდაღვევის ოქმი ბათილად სცნო.

Read 1346 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი