Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 18:42

"სოკარ ჯორჯია" საკრებულოსთან მოქალაქეთა პრეტენზიებს უპასუხებს

Rate this item
(0 votes)

"სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებს გორის საკრებულოში დაიბარებენ, - ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

დეპუტატების აზრით, ბოლო პერიოდში მოსახლეობას გაზმომმარაგებელ კომპანიასთან კითხვები დაუგროვდა და და არგუმენტირებული პასუხების მოსმენაა საჭირო.

"სოკარ-გაზის" წარმომადგენლებს ფრაქციების თავმჯდომარეები შეხვდებიან და აბონენტების ნაწილის წინაშე არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებს გაეცნობიან.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვის დავალიანება ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობით 900-მდე აბონენტმა გაასაჩივრა, თუმცა მათგან არცერთი არ დაკმაყოფილებულა.

Read 1834 times