არითმეტიკული ფორმულა გორის მოსამართლის პრაქტიკაში

აპრილი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის პატრულის წინააღმდეგ საჩივრის განხილვისას კვლავ არითმეტიკული ფორმულა გამოიყენა. 

გორის პატრულის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი მ. გ. - მ შეიტანა. მ. გ. - მ მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მართვის მოწმობა უსამართლოდ ჩამოართვეს.

საქმის მასალების მიხედვით, მ.გ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 19 მარტს შეაჩერეს. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის მანქანას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. პატრულმა ოქმის შედგენისას მიუთითა, რომ ალკოჰოლის კონცენტრაცია 0.309 პრომილეს შეადგენდა.

ამავე თემაზე: მოსამართლემ გორის პატრული არითმეტიკული ფორმულით გაამტყუნა

მ. გ. - მ განმეორებითი შემოწმება თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გაიარა. ოქმის შედგენიდან  1 საათისა და 58 წუთის შემდეგ მას 0.07 პრომილე ალკოჰოლი დაუფიქსირდა. სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ადამიანის ორგანიზმი საათში საშუალოდ 0. 15 პრომილე ალკოჰოლს გამოდევნის.

პროცესზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ კონცენტრაცია 0.3 პრომილეს ზემოთ უკვე ალკოჰოლურ თრობად ითვლება. არითმეტიკული გამოთვლებით დავით პაპუაშვილმა დაადგინა, რომ მ.გ. შემოწმებისას ნამდვილად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და გორის საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა  

Read 306 times Last modified on Last modified on აპრილი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი