გორელმა მოსწავლეებმა კონკურსში "ახალგაზრდული იდეა" გაიმარჯვეს

აპრილი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელმა მოსწავლეებმა კონკურსში "ახალგაზრდული იდეა" გაიმარჯვეს და გრანტები მოიპოვეს. 

ჯგუფები მერიის პროექტის "სასკოლო თვითმმართველობის პროგრამა" მონაწილე მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული. მათ საპროექტო განაცხადები დაწერეს და მათი განხორციელებისთვის 800-800 ლარიანი გრანტები მიიღეს.

მოსწავლეთა პროექტები გორში ჯანსაღი ცხოვრებისა და გენდბოლის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ამ პროექტების ფარგლებში, გორში სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები იმართება. მათ შორისაა, ფრენბურთის, ხელბურთის და კალათბურთის შეჯიბრებები, რომლებშიც გორის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. 

 

Read 411 times Last modified on Last modified on აპრილი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი