Back to Top
პარასკევი, 23 თებერვალი 2018 11:44

კომერციული ბანკების მოგება იზრდება

Rate this item
(0 votes)

იანვარში კომერციულმა ბანკებმა 68,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მლნ.ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლები 303,8 მლნ. ლარს შეადგენდა, ხოლო ხარჯები 229,3 მლნ-ს. ბანკების შემოსავლების 88% ანუ 257,5 მლნ.ლარი საპროცენტო შემოსავლებია, 6 მილიონია შემოსავლები ჯარიმებიდან, საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული მოგება კი 27,3 მილიონია.

იანვარში ბანკების ხარჯის ნახევარი 116 მლნ, ლარი საპროცენტო ხარჯებზე მოდიოდა, 59,8 მილიონია დეპოზიტების, 16 მლნ. ლარი კი სესხებზე გაწეული ხარჯია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ 16 კომერციული ბანკი ოპერირებს.

 

წყარო: bm.ge

Read 1825 times Last modified on პარასკევი, 23 თებერვალი 2018 11:47