გენოციდში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალში გარდაიცვალა

თებერვალი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე ა.ტ. გარდაიცვალა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მტკიცებით, ა.ტ. „ოსი ხალხის გენოციდში“ იყო ბრალდებული. მათივე მტკიცებით, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და გეგმავდა დივერსიულ აქტებს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ა.ტ. ცდილობდა წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელის იარაღის ხელში ჩაგდებას, რა დროსაც დაეცა კიბეზე და დაშავდა. ა.ტ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

დე ფაქტო პროკურატურა ასევე განმარტავს, რომ 35 წლის ა.ტ. მათი სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ დიდი ხანი იყო. 

Read 1326 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი