Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 08 აპრილი 2019 13:26

ჭამა-სმა გორულად - ოპოზიცია მერიასთან აქციას მართავს

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, ოპოზიციის წარმომადგენლები მერიის შენობასთან იკრიბებიან.

ჭამა-სმა გორულად - ასე ქვია პრეზენტაციას, რომელსაც ოპოზიცია მერიასთან აწყობს.

როგორც საკრებულოს წევრმა ბექა ქორჩილავამ რადიო "მოზაიკასთან" საუბარში განმარტა, აქციის მიზანია საზოგადოებას აჩვენონ, თუ რამდენს ხარჯავს ადგილობრივი ხელისუფლება სარესტორნო მომსახურებებში.

"ჩვენ გამოვითხოვეთ თანხები 2017 წლიდან დღემდე, ა(ა)იპებიდან, ასევე მერიიდან და შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რესტორნებში მათ დახარჯული აქვთ 74 928 ლარი. ეს არის ტაშ-ფანდურა ხალხის ხარჯზე და სწორედ ამ ვითარების ჩვებნება გვინდა დღეს ამ პრეზენტაციით, რომელსაც მერიასთან ვაწყობთ", - ამბობს ბექა ქორჩილავა.

Read 1646 times