Back to Top
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 11:51

9 აპრილის მემორიალთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ

Rate this item
(0 votes)

გორში, 9 აპრილის სკვერთან, ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათ 30 წლის წინანდელი პერიოდი გაიხსენეს და დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალთან ყვავილები მიიტანეს.

"30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამავდროულად ეს დღე არის თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელების დღე. დიდება ჩვენს გმირებს და ბრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად თითოეულ ნაბიჯზე", - აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა.

Read 792 times