Back to Top
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 16:56

"ახალბაღში" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორში "ახალბაღის" სკვერის რებილიტაციას გეგმავს.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი მიმდინარე წლის 28 მარტს გამოცხადდა და 10 აპრილს დასრულდება. 

აღნიშნულის საფუძველზე ტურისტული პოტენციალის განვითარების პროექტების ფარგლებში,  გათვალისწინებულია: 

  • პარკის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ფუნქციონირებადი სკვერის რეაბილიტაცია ; 
  • პარკის სამხრეთ მხარეს, დღეისათვის მიტოვებული ტერიტორიის კეთილმოწყობა; 
  • ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა; 
  • ახალი ველობილიკების მოწყობას;
  • არსებული ფანჩატურების რეაბილიტაცია; 
  • ახალი ფანჩატურების მოწყობას; 
  • დასასვენებელი კუთხეების მოწყობა (საბაღე სკამებისა და განათებების გათვალისწინებით); 
  • წყალმომარაგების ქსელების მოწყობა; 
  • არსებული წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია; 
  • განათების ქსელების მოწყობა; 
  • არსებული განათების ქსელების რეაბილიტაციას; არსებული ხელოვნური წყალსატევის (ტბის) და მისი მკვებავი არხების აღდგენა-რეკონსტრუქცია
  • არსებული ხელოვნური წყალსატევის (ტბის) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას;
  • კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლის „კოლონადა“-ს სრულ რეაბილიტაცია; 
  • „კოლონადა“-ს დეკორატიული განათების მოწყობა.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარია

Read 1283 times Last modified on სამშაბათი, 09 აპრილი 2019 17:06