Back to Top
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 12:51

გორში დევნილთა ახალ კორპუსებთან საბავშვო ბაღი აშენდება

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში, დევნილთა ახლადაშენებული კორპუსების სიახლოვეს, საბავშვო ბაღი აშენდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

გუბერნატორის თქმით, გორსა და სურამში, ასევე დაგეგმილია დევნილებისთვის 60 ბინის გადაცემა. 

გარდა ამისა, კარალეთის დევნილთა დასახლებაში, მოასფალტდება შიდა გზები.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საზოგადოებას შუალედურ ანგარიშსა და შიდა ქართლის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს. ღონისძიებას სხვადასხვა სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. 

Read 648 times Last modified on ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 12:56