გორში 39 ცალი მობილური ტელეფონი მოიპარეს

აპრილი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული 2 პირი: ი.ბ. და ლ.ა. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია „ალტა ოქეის“ გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები თბილისში მდებარე ლომბარდებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 1037 times Last modified on Last modified on აპრილი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი