გორში პოლიტიკური სათათბირო საბჭო იქმნება

აპრილი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აპრილის ბოლოს გორში სათათბირო საბჭოს პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მისი წარმომადგენლები საზოგადოებას მათ მიზნებსა და სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

საბჭოს შემადგენლობაში პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერები, სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებში აქტიურად ჩაერთვებიან.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, საბჭოს შექმნის ინიციატორი გაერთიანებული ოპოზიციაა, მისი წარმომადგენელი, ბადრი ბასიშვილი საბჭოსთან დაკავშირებულ დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მათი აქტივობების შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში მეტი ინფორმაცია ექნება.

"ამ ეტაპზე სათათბირო საბჭოს შესახებ ინფორმაციას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მალე გაიგებს საზოგადოება ჩვენი გეგმებისა და აქტივობების შესახებ. რეგიონის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით რომ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან, ეს კი ცხადია", - ამბობს ბადრი ბასიშვილი.

Read 806 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი