ახალგორის გამგებელი: ფაქტია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია

თებერვალი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ფაქტია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია", - ამბობს ახალგორის გამგებელი. ნუგზარ თინიკაშვილი ცხინვალის "უშიშროების" მიერ გავრცელებულ ვერსიას, თითქოს საქართველოს მოქალაქე კიბეებზე დაგორების შედეგად მოკვდა, არ ეთანხმება. 

„ტატუნაშვილი წარმოსობით ოკუპირებული რეგიონის სოფელ ყანჩავეთიდან იყო.  მისი ბებია ახლაც იქ ცხოვრობს. ამიტომ ხშირად დადიოდა ხოლმე. ახალგორში ბოსტნეული, ხილი შეჰქონდა და ვაჭრობდა. თუ მის წინააღმდეგ კითხვის ნიშნები მაინც იყო ან აქტიურად იყო საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, ის იქ არ შევიდოდა. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ რეალურად რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ისიც არ არის გარკვეული, ესროლეს თუ მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. ფაქტია, რომ მოკლეს“, – ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში იზოლატორში საქართველოს მოქალაქე 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ინფორმაციით, ტატუნაშვილი გუშინ ახალგორში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, 2008 წლის საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის და ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო.

 

Read 1488 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი