გორის მერიამ უკანონოდ შეჭრილ პირებთან მოსალაპარაკებლად თანამშრომელი დაიქირავა

აპრილი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიაში კიდევ ერთი ადამიანი დასაქმდება.

მერიის მოთხოვნის საფუძველზე საკრებულომ გამონაკლისი დაუშვა და ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით ერთი ადამიანი აიყვანა. ახალი თანამშრომლის მოვალეობა იქნება უნებართვოდ დაკავებულ სოციალურ საცხოვრისში ოთახების აღწერა, უკანონოდ შეჭრილ პირებთან მოლაპარაკება და იმ ადამიანების მოძიება, რომლებსაც დაკეტილი აქვთ ოთახები და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში მთლიანი საშტატო რიცხოვნობა 307 ერთეულია, შესაბამისად ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა 5 % არ უნდა აჭარბებდეს, რაც იმას ნიშნავს რომ მერიასა და საკრებულოში სულ 15 უშტატო თანამშრომელი უნდა არსებობდეს. ამჟამად, ხელშეკრულებით, მერიაში 18 პირი, საკრებულოში 4 პირია დასაქმებული.

Read 387 times Last modified on Last modified on აპრილი 12 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი