"მოზაიკას" დირექტორის მასალა GCRT - ის კონკურსის გამარჯვებული გახდა

აპრილი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას ხელმძღვანელის გვანცა დოლუაშვილის მასალა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)  ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

კონკურსზე დოლუაშვილმა საკონკურსო მასალა "ბავშვები, დანაშაული და დამნაშავეები" წარადგინა. 

საუკეთესო ჟურნალისტურ მასალად დასახელებული სტატიის სანახავად გადადით ლინკზე : ბავშვები, დანაშაული და დამნაშავეები

ორგანიზაციამ კონკურსის გამარჯვებულები დღეს დაასახელა და დააჯილდოვა. 

რადიო "მოზაიკას" მასალასთან ერთად, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ "ბათუმელების", "ონ.ჯის" და "ლიბერალის" ჟურნალისტების მიერ წარდგენილი მასალები. 

კონკურსის ფარგლებში ჟურნალისტებმა სხვადასხვა სახის ჟურნალისტური ნამუშევრები არასრულწლოვნებში ძალადობის პრევენციის მნიშვნელობასა და თანმდევ გამოწვევებზე მოამზადეს.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის” ფარგლებში,
რომელსაც GCRT პარტნიორ ორგანიზაციებთან „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“(RIVG) და „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) ერთად ახორციელებს.

ჟიურის წევრები იყვენენ:

  • ნინო დანელია - დამოუკიდებელი მედია ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • თინათინ ებანოიძე- PH Internationa - ის პროგრამის მენეჯერი;
  • ნინო ნარიმანიშვილი, ონლაინ გამოცემა  "მედიაჩეკერის“ რედაქტორი;
  • ნინია კაკაბაძე, დამოუკიდებელი მედია ექსპერტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი.

პროექტი „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ 2016 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მისი მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფი და განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული 400 მოზარდის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისით და ინტერვენციის პროგრამებით უზრუნველყოფა, ასევე მათი ჩართვა სხვადასხვა რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.

Read 1239 times Last modified on Last modified on აპრილი 12 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი