გორის საბავშვო ბაღში ქუნთრუშას 2 შემთხვევა დაფიქსირდა

თებერვალი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბავშვები, რომლებსაც ქუნთრუშას დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადიან.

ბაქტერიული დაავადება გორის  ნომერ მე-6 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა. 

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პატარების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება. თინათინ წერეთელის განმარტებით, მის აღსაზრდელებს ინფექციის გადადების საშიშროება არ ემუქრებათ. 

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქუნთრუშა საშიში დაავადება არ არის და დაფიქსირებული შემთხვევა შიშის საბაბს არ უნდა გახდეს.

რაც შეეხება წითელას, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, გორში 2017-18 წლებში წითელას არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

Read 1256 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი