Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 15 აპრილი 2019 11:41

გორელმა მოსწავლეებმა არასრულწლოვანთა უფლებებზე პროექტი განახორციელეს

Rate this item
(0 votes)

გორელმა მოსწავლეებმა "ახალგაზრდული იდეისა" და "ევროპის ფონდის" მიერ დაფინანსებულ კონკურსში გაიმარჯვეს - 2 ესსესა და 2 ნახატის ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსი პროექტის "Fullystop the bully" ჩატარდა. მოსწავლეებმა არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ ტექსტური და ვიზუალური ნამუშევრები მოამზადეს. მათგან საუკეთესოები კი პროექტის ავტორებმა გორის ახალგაზრდულ ცენტრში დააჯილდოვეს.

თავად პროექტის ინიციატორები მოსწავლეები იყვნენ - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ მახვილაძემ, თიკა ბარამაშვილმა, ეთერ ნარიკაშვილმა და ანნა ტარუაშვილმა საპროექტო განაცხადი დაწერეს, გრანტი მიპოვეს და სხვა მოსწავლეების გააქტიურების მიზნით, სხვადასხვა აქტივობები 6 ეტაპად განახორციელეს.

"პროექტი მოიცავდა 6 ეტაპს: ტრენინგი არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ,საინფორმაციო ბროშურების გავრცელება,ინტელექტუალური თამაში,ფილმის ჩვენება,ესეებისა, ნახატების კონკურსი,და დასკვნითი ეტაპი- ფორუმი, დაჯილდოება", - გვითხრა მარიამ მახვილაძემ.

მარიამი პროექტის პროგრამული მენეჯერი იყო. მისი თქმით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უნარების დახვეწისათვის.

"გარდა ამისა, ეს შესაძლებლობა იყო ჩემს მეგობრებთან ერთად, მონაწილეებისთვის მიმეწოდებინა პრობლემის შესახებ საჭირო ინფორმაცია და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა”, - აღნიშნა მარიამ მახვილაძემ.

Read 793 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 12:10