Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 15 აპრილი 2019 12:00

"საუკეთესო მოქართულეს" ტიტული პატარა გარეჯვარის სკოლის მოსწავლეს ერგო

Rate this item
(0 votes)

პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლე კონკურსის "საუკეთესო მოქართულე" გამარჯვებული გახდა. 

მეთერთმეტე კლასელ მარიამ ღოლიჯაშვილს, პრიზის სახით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 400-ლარიანი ვაუჩერი, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტომ გადასცა.

კონკურსი ქართულ ენაში გორის კულტურისა და ტურიზმიზმის განვითარებისა და ხელშეწყობით სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე სკოლის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი. 

კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

 

 

Read 1560 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 14:12