გორში ტექნოლოგიების აკადემია გაიხსნა - „სი თი ეი“-ს პროგრამა დასაქმების პერსპექტივით

აპრილი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

გორში ახალი სასწავლო ცენტრი გაიხსნა. აკადემია „სი თი ეი“, როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ, ითვალისწინებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე, სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას.

მისი ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილია. ის ამბობს, რომ აკადემია ყველა დაინტერესებულ პირს მისთვის მორგებულ და ხელმისაწვდომ პირობებს სთავაზობს, ჯერ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შემდეგ კი დასაქმების ხელშეწყობითვის. 

„კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის მისიას წარმოადგენს თითოეული პროფესიული სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი, სრულფასოვანი, დინამიური, ხარისხიანი პროფესიული სწავლებით უზრუნველყოფა. ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლე და გრძელვადიან ტრეინინგებსა და სემინარებზე, რაც საშუალებას მისცემს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დროის მცირე პერიოდში. აკადემიაში გაერთიანებული არიან მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები“, - განმარტავს ნათია შათირიშვილი.

საგანმანათლებლო ცენტრში ამბობენ, რომ მთავარი აქცენტი აკადემიაში „სი თი ეი“ ხარისხიანი ცოდნის მიწოდებაზე კეთდება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკადემიის მიზანია, უზრუნველყოს თითოეული პროფესიული მსმენელის განათლების, მომზადების და განვითარების პირობები, მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით.

„ცენტრში შემუშავებული პროგრამების განსახორციელებლად ხელშეკრულებებია გაფორმებული კურსის ინსტრუქტორებთან. ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული და პროფესიული პროგრამების განხორციელებისთვის შესაბამისი უახლესი ტექნიკით. პრაქტიკის განხორციელებისთვის დაწესებულებას დადებული აქვს მემორანდუმები შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ წარმატებული მსმენელების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას”, - ამბობს „სი თი ეი“-ს ხელმძღვანელი, ნათია შათირიშვილი.

ტეტეტე

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის პროფილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია და ისწავლება შემდეგი სპეციალობები:

1. კომპიუტერის საოფისე პროგრამები: (Windows , Ms Windows 2013, Ms Excel 2013, Internet, E-mail), Power Point, Potho Shop, Page Maker
2. კომპიუტერული არქიტექტურა
3. ოპერაციული სისტემები
4. ინფორმაციული უსაფრთხოება
5. IT ქსელი
6. კომპიუტერული სისტემები და ქსელები
7. პორტატული კომპიუტერული სისტემები
8. მონაცემთა ბაზები
9. პროგრამირება
10. ადმინისტრირება
11. CISCO
12. ვებ-აპლიკაციების დაპროგრამება
13. WEB პროგრამირება
14. პროექტების მართვა
15. გრაფიკა-ანიმაცია
16. არქიტექტურა/დიზაინი
17. საოფისე პროგრამები
18. ტექნიკური ინგლისური

აკადემიის ინფორმაციით, წარმატებული რეორგანიზაციის შედეგად, გაფართოვდა ქსელი, გაიხსნა ფილიალები, დამყარდა კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, ამუშავდა გაცვლითი პროგრამები, გაღრმავდა ურთიერთ–თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან და წამყვან ბიზნეს წრეებთან.

აკადემიის მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას განათლებაში და უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს. სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს.

ცენტრი ყველა სოციალურ ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს შესაბამისი მიმართულებით განათლება და მარტივად მოძებნოს სამუშაო ადგილი.

„აკადემია ხელს უწყობს სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობას. მათთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სწავლება მიმდინარეობს ღია და კორპორატიულ ფორმატში. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი პროგრამები შესაძლებელია ადაპტირებულ იქნას მიმდინარეობის კონკრეტული საჭიროებების და მოთხოვნების შესაბამისად“, - ამბობს ნათია შათირიშვილი.

სწავლის მსურევლთა ასაკი შეზღუდული არ არის.

მიღება მიმდინარეობს როგორც დღის, ასევე საღამო საათებში.

 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. თანხის გადახდა კი ეტაპობრივად ხდება.

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველი უნდა დაუკავშირდეს აკადემიის წარმომადგენლობას.

 მისამართი: თბილისი,აღმაშენებლის 172

ქალაქი გორი. გარსევანიშვილის 3.

ტელეფონი: 2514730 593252508 

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

საიტი: www.ctaedu.ge

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია "სი თი ეი"

 

 

მასალა ქვეყნდება გავრცელების სერვისით

 

Read 800 times Last modified on Last modified on აპრილი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი