პარლამენტარმა გორის 4 სოფელში გაჭირვებულ ოჯახებს ნერგები გადასცა

აპრილი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზარდიაანთკარში, მეღვრიკისში, კარალეთსა და ფლავისმანში დღეს 1500 - მდე ნერგი ჩაიტანეს.

აქციის ინიციატორი გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, თენგიზ ხუბულურია. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანს გაჭირვებული ოჯახების დახმარება წარმოადგენს, რაც მისივე თქმით, ხეხილის ბაღების გაშენებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს. მსგავსი აქცია დეპუტატის ბიურომ გასულ წელსაც მოაწყო.

"ჩვენი მიზანია აღნიშნულ ოთხ სოფელში მცხოვრები ოჯახების მიმართ მხარდაჭერა გამოვიჩინოთ და ხელი შევუწყოთ ხეხილის ბაღების გაშენებას. დღეს დავრგეთ ვაშლის ახალი ჯიშის ნერგები და ამით გარკვეული დახმარება გავუწიეთ ოჯახებს იმისთვის, რომ რაღაც შემოსავლის წყარო ჰქონდეთ", - ამბობს თენგიზ ხუბულური.

Read 801 times Last modified on Last modified on აპრილი 15 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი