Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 15 აპრილი 2019 17:43

გორის სპორტის სააგენტომ ხელფასებისთვის მილიონზე მეტი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ 2018 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 237 961 ლარი დახარჯა.

შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გაცემულმა თანხამ კი 1 მლნ 117 248 ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, მივლინებებისთვის 18 304 ლარი დაიხარჯა, ოფისისთვის კი 141 712 ლარი გაიწერა.

დოკუმენტში, რომელიც აღნიშნულმა ა(ა)იპ - მა გამოაქვეყნა, ასახულია როგორც გასვლითი ღონისძიებები,  ასევე სააგენტოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სპორტული სკოლების მიერ ჩატარებული შიდა აქტივობები.

სააგენტოს მიერ ასევე სხვადასხვა საქმიანობებისთვის დაიხარჯა:

  • ​წარმომადგენლობითი ხარჯი - 14 174 ლარი 
  • სამედიცინო ხარჯი - 1 199 ლარი
  • კვება - 5 756 ლარი
  • რბილი ინვენტარი და უნიფორმის შეძენის ხარჯი - 3 131 ლარი 
  • ტრანსპორტის მოვლა შენახვა - 47 189 ლარი
  • სხვა დანარჩენი მომსახურებამ 17 010 ლარი 
  • სოციალური უზრუნველყოფა 8 240 ლარი
  • სხვა ხარჯი 138 675 ლარი 
  • არაფინანსური აქტივები 950 ლარი

სააგენტოს გასული წლის ბიუჯეტი 1 752 000 ლარი იყო, მიმდინარე წელს ბიუჯეტი 51 000 ლარით გაიზარდა და 2019 წელს 1 803 000 ლარს შეადგენს.

Read 760 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 19:08