Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 15 აპრილი 2019 17:47

სასამართლოში გორის მერიის წინააღმდეგ 27 მიმდინარე საქმეა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილება 2018 წლიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში საუბარია სასამართლო დავებზე, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის მერია მოპასუხე და მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს.

2018 წლიდან დღემდე გორის მერიის მონაწილეობით 57 საქმე განიხილება სასამართლოში. აქედან 35 მიმდინარეა, 22 კი დასრულებული.

6 საქმე დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ. 16 კი მერიის ინტერესების სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საქმეებიდან, 26 - ში გორის მერია მოპასუხე მხარეს წარმოადგენს.

მოსარჩელე მხარეებს შპს-ები, ინდ. მეწარმეები, მოქალაქეები და ყოფილი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ.

სასამართლო დავებთან ერთად ანგარიშში საუბარია აღნიშულ განყოფილებაში შესულ წერილებზეც. 6182 დოკუმენტიდან 5535 მოხსენებითი ბარათია.

Read 803 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 19:07