Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 16 აპრილი 2019 13:52

კომპანია, რომელმაც გორში სპორტკომპლექსი ააშენა, მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის

Rate this item
(0 votes)

ბათუმში, გორში და თელავში სპორტის სასახლეები ვერ გაიხსნება, - ამ განცხადებას ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" წარმომადგენელი ვატო გელაშვილი ავრცელებს.

ის ტენდერში გამარჯვებულ კანადურ კომპანიასთან შეწყვეტილ კონტრაქტების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპანია საქართველოს მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის, რაც ობიექტების გახსნის პროცესს კიდევ გააჭიანურებს.

"კომპანია "ბეჰლემ ინდუსტრი" საქართველოს მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის. ეს დავა მინიმუმ 3 წელი გაგრძელდება. 2020 წელს რომ ჩიმპიონატები უნდა ჩატარებულიყო ამ დარბაზებში, აღარ ჩატარდება", - აცხადებს ვატო გელაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. მიზეზად კი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა.

„კომპანიამ მაინც საკმაოდ გაუგებრად ხისტი პოზიცია დაიჭირა. არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბუთები და საბოლოოდ ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ შეგვეწყვიტა ეს ხელშეკრულება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ბრალდებას კანადურ კომპანიაში არ ეთანხმებიან და საქართველოს მთავრობისგან ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

გორში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ ასრულებდა. ამ კომპანიასთან მაშინდელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შპს „სპორტმშენსერვისმა“ ხელშეკრულება 2016 წლის 4 ოქტომბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც ობიექტი სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ობიექტი ამ დრომდე უფუნციოა და არ გახსნილა.

ამავე თემაზე: გორის სპორტული კომპლექსის გახსნა მეორე წელია იგვიანებს

ამავე თემაზე: გორში, სპორტკომპლექსის გახსნა მომავალი წლისთვის გადაიდო

Read 1679 times Last modified on სამშაბათი, 16 აპრილი 2019 14:12