Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 23 თებერვალი 2018 18:05

2017 წელს გორიდან 15 000 ტონა ნაგავი გაიტანეს

Rate this item
(0 votes)

ერთ წელში, გორის ქუჩებიდან და ნაგავსაყრელებიდან 15 049,54 ტონა ნარჩენები გავიტანეთ, - ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშშია მოცემული.

კეთილმოწყობის სამსახურში 32 მტვირთავი მუშა და 54 მეეზოვე მუშაობს. 

მათ ევალებათ ქუჩების დაგვა-დასუფთავება, დაგვილი მასის გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ამოწმენდილი მასის გატანა; სავალი ნაწილების დასუფთავება. ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალაქში 400 დახურული სანაგვე ურნა დგას. მათგან 360 ყოველდღიურად იცლება. 

სამსახურისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდი აგვისტო-სექტემბერი იყო. ორი თვის განმავლობაში, ქალაქიდან 3 200 ტონამდე ნარჩენები გაიტანეს.

კეთილმოწყობის სამსახური 2017 წლის ანგარიშს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად მარტში წარუდგენს. 

 

 

Read 1823 times