ახალგაზრდულ ფორუმზე გამოჩენილი აქტიურობისთვის, 2 მოსწავლე გორიდან საზღვარგარეთ გაემგზავრება

აპრილი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მდგრადი განვითარების ფორუმის 2 მონაწილე მარიამ მახვილაძე და ნიკოლოზ ჯაბახიძე გორიდან საზღვარგარეთ გაემგზავრება.

ფორუმის ორი ყველაზე აქტიური მონაწილიდან ერთი - რუმინეთში, ხოლო მეორე პოლონეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ორი კვირით გაემგზავრება. მათ სასწავლო ვიზიტს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ორგანიზაცია "ქართლოსი" უზრუნველყოფს. 

ღონისძიება, რომლის მიზანიც მგრადი განვითარებისა და მისი პრიორიტებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება იყო, გორის მერიის თანადაფინანსებით ჩატარდა.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, რომლებშიც 100 - მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, გორის სასწავლო უნივერსიტეტი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას ეკონომიკური განვითარებით ისეთი ფორმით, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს გარემოს დაცვის საკითხებს.

ფორუმი გორში პირველად გასულ წელს ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს გაიმართება.

Read 1928 times Last modified on Last modified on აპრილი 17 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი